3 თვე საპრეზიდენტო არჩევნებამდე და საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევა. რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებზე და საპრეზიდენტო კანდიდატებზე - NDI-მ ამომრჩევლის განწყობა, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გამოიკითხა.
ბოლო მონაცემები, არჩევნებამდე მხოლოდ 3 თვით ადრე - წინა კვლევის შემდეგ, რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა ამჯერად რეკორდულად მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.
კითხვაზე, "ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას?" 74% პასუხობს, რომ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. გადაწყვეტილება მიღებული აქვს მხოლოდ- 20%-ს.
ამის მიუხედევად, ამომრჩევლის უმეტესობა, არჩევნებზე მისვლას გეგმავს. სწორედ ამიტომ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ამბობს, რომ კანდიდატებმა წინასაარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. მისივე თქმით, ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საქართველოში არ ყოფილა.
„მოსახლეობის 75%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საქართველოში ჯერ არ გვინახავს. ეს შეიძლება კანდიდატების სრული სიის არარსებობას ან პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას უკავშირდებოდეს.
"თუ პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში პირველ ტურში საკმაოდ დიდი სხვაობა იქნება, თუმცა მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატისა და მარგველაშვილის მაჩვენებლები პროცენტულად ახლოს იქნება,“-აცხადებს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.