საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის განცხადებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი შესაძლოა უპარტიო კანდიდატს დაუჭირონ კურიოზს უწოდებს.
მარგველაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს თავადაც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერდა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ მხარდაჭერას მომდევნო ხუთი წელი „ქართული ოცნება“ აყვედრიდა, როცა ის მმართველი გუნდის სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა.
„იქნება არაპარტიული კანდიდატი, რომელსაც თურმე მმართველი პარტია დაუჭერს მხარს. ამასთან დაკავშირებით ყურადღებით დააკვირდით, რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი? ზუსტად ასე, მე არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს კითხვას, 5 წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემს გვერდით იდგა არჩევნებში, ქედან გამომდინარე, რომ მეუბნებოდა, რომ ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა ყველაფერზე რასაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი.
"მე არ ვიყავი პარტიის წევრი, უბრალოდ მხარს მიჭერდა მმართველი გუნდი... კიდევ ერთი კურიოზი... გეგონება ახალი ფორმატია, უპარტიო კანდიდატთან დაკავშირებით. აბა მე ვინ ვიყავი? უპარტიო კანდიდატი არ ვიყავი? რომელსაც ხუთი წელი იმას აყვედრიდნენ, რომ თურმე „ქართული ოცნება" რასაც იტყვის იმ დღის წესრიგისთვის უნდა დამეჯერებინა?ეს ჩავთვალოთ კურიოზად, რომ თურმე უპარტიო კანდიდატს ასახელებს "ქართული ოცნება “- განაცხადა მარგველაშვილმა.