საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს შეფასებები მოყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაში.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნების თარიღი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა, გარკვეულ მნიშვნელობა ატარებს.
ბურჯანაძემ პრეზიდენტის ის განცხადებებიც შეაფასა, რომელიც მარგველაშვილმა ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება ტრადიციად იქცა. პრეზიდენტმა მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები მოიყვანა. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოსაზრებებს იზიარებს.
„არჩევნები ყოფილიყო ოქტომბრის ბოლო კვირას, ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუნდაც ბოლო, მაგრამ ის შეფასებები, რომლებიც გააკეთა თავად პრეზიდენტმა, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტთან მიმართებაში, ასევე იმ რეალურ პოლიტიკურ სურათთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში შეიქმნა. მოსახლეობა ნამდვილად დაბნეულია საქართველოში, დაბნეულია იმიტომ, რომ მიზანმიმართული კამპანია მიდიოდა წლების განმავლობაში საპრეზიდენტო ინსტიტუტის დისკრედიტაციის, საპრეზიდენტო ინსტიტუტის დანგრევის და ეს პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.