20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ აქვს გადაწყვეტილი სურს თუ არა პოლიტიკაში დარჩენა - სამადაშვილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია.

მიზეზი, გიორგი მარგველაშვილის გაურკვეველი პასუხებია - პრეზიდენტი საზოგადოებას კვლავ არ ეუბნება, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

პოლიტიკოსები გიორგი მარგველაშვილს ახსენებენ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რას აპირებს და რა პოლიტიკური გეგმა აქვს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს.

„ერთადერთი ალტერნატივა ხელისუფლების მიერ დასახელებული კანდიდატის, მიუხედავად იმისა, ეს იქნება ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი თუ "ქართული ოცნების" პარტიის კანდიდატი, ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

იმიტომ რომ ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როგორც ჩანს არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკაში სურს მას დარჩენა, თუ სურს გაიწიოს გვერდზე პოლიტიკური თამაშიდან.

მე ვფიქრობ, რომ ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ბატონ მარგველაშვილს უნდა ესმოდეს რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი, როდესაც ფაქტიურად არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთი ადამიანის სათამაშოდ არის გადაქცეული საქართველოს მასაც ეკისრება, იმიტომ რომ მანაც მიიღო უშუალოდ ძალიან სერიოზული მონაწილეობა იმაში, რომ დღეს შექმნილიყო ქვეყანაში ის პოლიტიკური ვითარება რაც შეიქმნა“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები