კომიკური და დამაბნეველი - ასე უწოდებს „ევროპული საქართველო“ ერთის მხრივ პრეზიდენტის და მეორეს მხრივ „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.
ჭიაბერაშვილის თქმით, საზოგადოება მაღალი თანამდებობის პირებისგან მეტ სიმყარეს მოელის. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამბობს, რომ როცა პრეზიდენტი ვერ იღებს გადაწყვეტილებას მონაწილეობს თუ არა არჩევნებში აბნევს საზოგადოებას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კი კომიკურ სიტუაციას ქმნის, როდესაც ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყევტილება ამ დრომდე არ მიუღია.
„ზოგადად საზოგადოება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან მეტ სიმყარეს და გადაწყვეტილების მიღების უნარს ელოდება და როცა ამდენი ხანი ასე აჭიანურებს პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი გადაწყვეტილების მკაფიოდ თქმას, იყრის თუ არა კენჭს, ეს ზოგადად მასზე დადებითად არ აისახება და ამომრჩეველსაც კიდევ უფრო მეტად აბნევს.
თავისთავად, "ქართული ოცნების" მხრიდან კანდიდატის არ დასახელება კომიკურად გამოიყურება და ესეც ერთ ერთი ნიშანია იმ აბსურდულობისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა“- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.