„როგორც იქნა მარგველაშვილმა გამოაცხადა საარჩევნო თარიღი, იმის კაცობაც არ ეყო, რომ დროზე დაენიშნა არჩევნები,“ - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„როგორც იქნა, მარგველაშვილმა გამოაცხადა საარჩევნო თარიღი, იმის კაცობაც არ ეყო, რომ დროზე დაენიშნა არჩევნები. რაც უფრო დროზე იქნება, მით უფრო მალე მოვიგებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს პირველივე ტურში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი NDI-ის გამოკითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი სრულად ჩამოშლილია.
„თქვენ ნახეთ დღეს NDI-ის გამოკვლევები. საერთოდ დედა აღარ ჰყავს "ქართული ოცნების" რეიტინგს, ბოლომდე ჩამოშლილია. ბოლომდე ჩამოშლილია საქართველოს უკლებლივ ყველა კუთხეში. და ახლა არაფერი ხრიკები აღარ უშველის ივანიშვილს, ჩვენ არ მივცემთ მას საშუალებას, გააყალბოს არჩევნები და თუ გამოაცხადებს გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ ასეთ გაყალბებულ შედეგებს დავადოკუმენტირებთ და არ ვაღიარებთ და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს. იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება გადარჩენა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.