საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. საარჩევნო ღონისძიებების სია უკვე დამტკიცებულია. სიის მიხედვით, გარკვეული ცვლილებები გატარდება.
„საარჩევნო კამპანია იწყება, არჩევნების, ანუ კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. ახლა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაინიშნა არჩევნები, დაიწყო ის პროცედურები, რაც არის დაკავშირებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით, და, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცედურები, რომლებიც უკავშირდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციას, მათ მიერ კანდიდატების წარდგენას, მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას და ასევე, რეგისტრაციის პროცედურები, მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.