20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად კახეთში შეხვედრებს აგრძელებს

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, კახეთში შეხვედრებს აგრძელებს. გრიგოლ ვაშაძე მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად გურჯაანის, ვეჯინისა და ველისპირის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

მოსახლეობა  მთავარ პრობლემად ფასების ზრდასდა დაბალ ეკონომიკურ აქტოვბაას ასახელებს.  ასევე პრობლემად სახელდება უხარისხო აგრარული ქიმია, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს მოსავალს უფუჭებს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისი გამარჯვება აუცილებელი წინაპირობაა, იმისა, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები დაიწყოს. იგი მწვავედ აკრიტიკებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებობს.

„თითქმის შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კახეთი და გურჯაანის რაიონი დაგვხვედროდა  ამ მდგომარეობაში. სრული შთაბეჭდილებაა, რომ 90-იანებში დავბრუნდით ან და ომი ეხლა დასრულდა. 6 წელია არაფერი არ ეტყობა საქართველოს რომ ხელისუფლება ყავდა,“-აცხადებს ვაშაძე.  

დღის ამბები