20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
დავით ბაქრაძე, კახეთში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას კახეთში განაგრძობს. დავით ბაქრაძე სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული. 

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ემიგრაციაში წასული მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებას და სამშობლოში დასაქმებას ეხება.

„ამ ყველაფერს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც თავის პოლიტიკურ ძალასთან ერთად  მუდმივად ივლის ხალხში და მუდმივად იმუშავებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები