20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
თანამდებობის პირების და მშობლების პასუხისმგებლობა - გიგა ბოკერიას კითხვა შს მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, კომისიის სხდომაზე  შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი იკითხებიან.

გიორგი გახარიამ და ირაკლი შოთაძემ ოპოზიციის წევრთა კითხვებს უკვე უპასუხეს.

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ კითხვით გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძეს მიმართა.

“თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო დიდ დანაშაულს სჩადის, როგორც სამართლებრივად, ისე გნებავთ, საზოგადოებრივი ზიანის თვალსაზრისით, ყოფილი, მოქმედი და შემდგომში ყოფილი თანამდებობის პირი მშობელი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარ შვილს და  მის ნათესავებს ხელი დააფაროს და გამოაძვრინოს საქმიდან, მით უმეტეს არასრულწლოვანები თუ ის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მის ამ დაკვეთას თუ თხოვნას ასრულებენ და ამ დაკვეთას ხელს უწყობენ, ვინ უფრო მძიმე დამნაშავეა, თქვენი აზრით. თეორიულად გეკითხებით, მშობელი, ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც ამ ჭოჭმანის შედეგად ვერ უძლებს და საკუთარ შვილს და მასთან დაახლოებულ ნათესავს ხელს აფარებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ ის კითხავს თეორიულად სვამს და არც ერთ კონკრეტულ მშობელს არ გულისხმობს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ამ შეკითხვას გიორგი გახარიამ უპასუხა და თქვა, რომ მას უფრო დიდი დანაშაული მიუძღვის, თანამდებობის პირს, რომელმაც მშობელს ხელი შეუწყო.

„რა თქმა უნდა, ის ვისაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. გახარიას პასუხს, სრულად დაეთანხმა ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. 

დღის ამბები