14 მარტი 2025,   15:38
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია სტამბოლში - ძალოვნებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 38 პირი დააკავეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლში - ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 38 პირი დააკავეს. ოპერაცია ერთდროულად 12 მისამართზე ჩატარდა. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ყველა დაკავებული უცხოელია, თუმცა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი უცნობია.

      გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს მჭიდრო კავშირი აქვთ "ისლამურ სახელმწიფოსთან". სპეცოპერაცია კი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა.

      სპეცსამსახურების ცნობით, დაკავებულები სტამბოლის ხალხმრავალ ადგილებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. მათი საცხოვრებლებიდან ძალოვანებმა ISIS-ის პროპაგანდისტული დოკუმენტაცია და ციფრული მასალები ამოიღეს.

      დღის ამბები
      მეტი