14 მარტი 2025,   15:48
ვრცლად
აიტიკის ტყის ხანძრების მოწყობის ბრალდებით საბერძნეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბერძენმა ძალოვანებმა 35 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ატიკის რეგიონში ტყის ხანძრების მოწყობა ბრალდება.

      ინფორმაციას სახანძრო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულს კავშირი აქვს სულ მცირე 5 ძლიერ ხანძართან, რომელიც ათენის შემოგარენში 26 ივლისის შემდეგ გაჩნდა.

      ეჭვმიტანილის ვინაობას უწყება არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ის მორიგი ხანძრის გაჩენის მცდელობისას დააკავეს.

      ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ის "პირომანია" და ცეცხლის ყურება მოსწონდა. ატიკის რეგიონში ტყის ხანძრებს 91 ადამიანი ემსხვერპლა.

      დღის ამბები
      მეტი