20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ეს მთელი ტერიტორია გადაეცემა სახელმწიფოს - ნათელაშვილი საყდრისის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე ჩავიდა

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს საყდრისის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე ჩავიდა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქვეყნის, ხალხის სიმდიდრე ისე მიითვისა და გაანადგურა, რომ ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შეუტანია.

ნათელაშვილი ადგილობრივებს ჰპირდება, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, ეროვნულ სიმდიდრეს სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნებს.

„ფულის ტომარა ოლიგარქი, გულამოსკვნილი გვიმტკიცებდა, რომ ის საქართველოში ბიზნეს არ აკეთებს და მხოლოდ და მხოლოდ, თავის მილიონებს გვახარჯავს ჩვენ. აგერ ნახეთ, მისი გათხრილი ქართული მიწა და ამოღებული მილიარდობით დოლარის ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ეს მთელი ტერიტორია გადაეცემა სახელმწიფოს, აიკრძალება ნგრევითი სამუშაოები. ივანიშვილს მოვატანინებთ, რაც წაიღო და მთელი შემოსავალი ოქროდან და ვერცხლიდან დარჩენილი გადანაწილდება მოგების სახით, თითოეულ ქართულ ოჯახზე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები