17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"ხომ არ იყო სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახების ტრაგედია გამოყენებული რაღაც კონკრეტული ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან" - კილაძის კითხვა გახარიას

შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პასუხობენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დაინტერესდა, როგორ ფიქრობს მინისტრი, ხომ არ იყო ორი მოზარდის მკვლელობით გამოწვეული ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.

„ბატონმა ირაკლიმ ახსენა სიბინძურეები, პოლიტიკური ანგარიშსწორება და ა.შ. ბევრი ისაუბრეთ სამართლებრივ დეტალებზე, თუმცა საინტერესო იქნება თქვენი შეფასება როგორც მინისტრის და მთავრობის წევრის, ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, ხომ არ იყო სარალიძისა და დადუნაშვილის ოჯახების ტრაგედია გამოყენებული რაღაც კონკრეტული ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან (პატივისცემას ვადასტურებ ორივე ოჯახის მიმართ მე მათთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ მაქვს, მაგრამ სხვებს ვგულისხმობ) მთელი სიბინძურე რაც წამოვიდა თქვენი შეფასება ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით,“-მიმართა კილაძემ გახარიას.

მინისტრმა კილაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ის საგამოძიებო კომისიის ფორმატში ამ შეკითხვას პასუხს არ გასცემდა.

საგამოძიებო კომისიის სხდომა 4 საათზე მეტია მიმდინარეობს, შს მინისტრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა უკვე უპასუხეს საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს. 

დღის ამბები