20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,“ - გიორგი გახარია

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, კომისიის სხდომაზე შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი იკითხებოდნენ. გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

გიორგი გახარიას თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო  კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების იყო თუ არა რაიმე სახის ხარვეზები.

„ჩვენ არ მოვსულვართ აქ ოპოზიციურ პარტიასთან, მოვედით კომისიასთან. პირველი ხაზგასმით მინდა ავღნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი. სასამართლოშო გრძელდება ძირითადი ნაწილი გამოძიების, რომელიც ახლა მეორე ინსტანციაშია, გამოყოფილ საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ეს ერთი, მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და ამიტომ გავეცით ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც იყო და ამას გავაგრძელებთ, რადგან, ყველას კარგად გვესმის, საპარლამენტო საგამოძიებო  კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების პროცესში, რომელიც, ჯერ არ დასრულებულა, იყო რაიმე სახის ხარვეზები თუ არა. შესაბამისად, ეს არის კომისიის ფუნქცია. კომისიას, ოფიციალურად პირადად მე ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზს, რომელსაც პირდაპირი  მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო შედეგზე ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მივიღებთ შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები