საგამოძიებო კომისიას იუსტიციის მინისტრთან ერთადერთი კითხვა აღმოაჩნდა.
კომისიის ერთადერთი წევრი ოთარ კახიძე დაინტერსდა, მინისტრი ისევ ფიქრობს თუ არა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.
კითხვაზე წულუკიანის პასუხი იყო: "რა თქმა უნდა ვეთანხმები“, ამ პასუხის შემდეგ კახიძემ კომისიის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ მეტი კითხვა აღარ ჰქონდა.
კითხვები არ აღმოაჩნდათ არც კომისიის სხვა წევრებს. რის გამოც სერგი კაპანაძე იუსტიციის მინისტრს დაემშვიდობა და 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი კომისიის წევრების კითხვებს 5 საათზე მეტხანს პასუხობდნენ.