14 მარტი 2025,   15:55
ვრცლად
შეარჩიოს, თუ სურს, რომ შეარჩიოს, არ შეარჩიოს, თუ სურს, რომ არ შეარჩიოს - წულუკიანი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის შერჩევაზე საუბრობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

      „ჩვენ ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე გვაქვს ეს კონსტიტუცია, რომელიც გვაქვს. ეს კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს კანდიდატურა პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ამ პრეროგატივაში ვერავინ ჩაერევა, მათ შორის, მეც არ მაქვს ამის სურვილი. შეარჩიოს, თუ სურს, რომ შეარჩიოს. არ შეარჩიოს, თუ სურს, რომ არ შეარჩიოს, თუ შეარჩევს შეარჩიოს ისე, როგორც მას სურს, რომ შეარჩიოს და ა.შ.,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

      ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

      გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ორშაბათიდან დაიწყება კონსულტაციები ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით.

       

      დღის ამბები