20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესის გამო „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესის გამო „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო.

მმართველ პარტიაში დარწმუნებულების არიან, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისი უახლოესი გარემოცვის წევრს შეარჩევს.

უმრავლესობა პრეზიდენტზე იმის გამოც გაბრაზდა, რომ გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დაწყება „ქართული ოცნებასთან“ შეუთანხმებლად დააანონსა.

ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღის მეორე ნახევარში უპასუხეს. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ აკადემიური წრეებიდან კონსულტაციების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ იგნორირებას მოახდენს.

დაპირისპირების მორიგი ეტაპის გამო, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მარგველაშვილის დასახელებულ კანდიდატურას ჩააგდებს.

ამ დაპირისპირებაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას პარალიზება ემუქრება. ნინო გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთ მოსამართლეს პაატა სილაგაძეს ეწურება.

შემოდგომიდან მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი ერთადერთი იქნება, რომელსაც უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე უნდა იმუშაობს. უმაღლესი ინსტანციისთვის ამ პრობლემას დიდი ხარვეზი უწოდა თეა წულუკიანმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს პრეზიდენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს, შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილი მის რჩეულს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. სასამართლოს ხელისუფლების პირველ პირს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით პლენარულ სხდომაზე ირჩევს.

დღის ამბები