გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად, ქედაში სოფელ მახუნცეთსა და ჭვანაში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივები მთავარ პრობლემად "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაჩერებულ პროექტებს და ტურიზმის სფეროს განვითარების შეფერხებას ასახელებენ. მათი ნაწილი გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.
„ქედის რაიონში ვიმყოფებით, იმ პატარა ტერიტორიაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს გადაიქცა იმ წერტილად, რომელიც ტურისტების პროგრამის აუცილებელი ნაწილია. საქართველოს მოქალაქეს, ვინც აქ ცხოვრობს, საშუალება აქვს ოჯახი შეინახოს აქ მუშაობით, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ასეთი ადგილები გვჭირდება ასობით თუ არა ათასობით,“ - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.