20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
ქართული სპეცსამსახურების სკანდალი და მაჩალიკაშვილ-სარალიძის ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში - პაატა აბჟანდაძის პირველი კომენტარი  

ქართული სპეცსამსახურების ირგვლივ განვითარებულ საერთაშორისო სკანდალზე ამერიკის მოქალაქე პირველ კომენტარს აკეთებს გააკეთა.

პირი, რომელიც შვილ-მკვდარ მამებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სტრასბურგში უნდა გაჰყოლოდა და დახმარება გაეწია, მიუნხენის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

პაატა აბჟანდაძე სამართლებრივ დავას და საკუთარი უფლებების დაცვას ამერიკაშიც გეგმავს.

„აღიძრა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ ყველანაირი კონტაქტები... დიდ შოკში იყვნენ ჩავარდნილი, არანაირი ინფორმაცია არ იყო მიწოდებული, რომ მე ამერიკის მოქალაქე ვარ და 20 წელზე მეტია, ვცხოვრობ ამერიკაში. შემეკითხნენ ისლამურ სამყაროსთან თუ აქვს კავშირი, მე თუ ვიცნობ და ა.შ. რომ ჩამოვყალიბდით, რომ აქ აბსურდთან არის საკითხი და აქ რაღაც სახელმწიფოებრივ შეთქმულებას ამ ხალხის წინააღმდეგ, ეგ უკვე თვითონ დარწმუნდნენ ამაში,“ - განაცხადა პაატა აბჟანდაძემ.

ელისო კილაძე ზაზა სარალიძესთან ერთად კი დღეს გერმანიის საელჩოსთან მისვლას აპირებენ.

ისინი ელჩთან შეხვედრას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ სუს-მა მათ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრები მიზანმიმართულად ჩაუშალა.

 

დღის ამბები