აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით თბილისში დღეიდან რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიან.
მხარდაჭერას საქართველოს მიმართ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო უწყების პირველი პირები, ასევე, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი დაადასტურებენ.
სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც არსებულ გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.
მაღალი თანამდებობის პირები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.