20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, მისი შვილის და რუსი იურისტის შეხვედრა კანონიერია

აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ 2016 წელს, მისი შვილის რუს იურისტთან შეხვედრა, სრულიად კანონიერი იყო.

ტრამპის თქმით, ყალბი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ტრამპ-ტაუერში შემდგარი შეხვედრა აღელვებს, აბსოლუტური სიცრუეა.

პრეზიდენტის თქმით, მისი შვილი რუს იურისტს ოპონენტზე ინფორმაციის მისაღებად შეხვდა და ის კანონიერი იყო. ტრამპი უმცროსის და ნატალია ვესელნიცკაიას შეხვედრა ნიუ-იორკში 2016 წლის ივნისში შედგა, ორი კვირის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

დღის ამბები