20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს - დავით ზალკალიანი

„10 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია,“ - ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიას საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე-პრემიერის მონაწილეობით იმართება, რუსეთის მხრიდან მიმდინარე ანექსიაზე ისაუბრა. 

ზალკალიანის თქმით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ცდილობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.

„კვლავინდებურად ადგილი აქვს უკანონო სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზას 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატი, ყველა ძირითად საერთაშორისო აქტორთან ერთად ვართ აქტიურად ჩართული იმ მწვავე საკითხები მოსაგვარებლად, რასაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ისეთი როგორიც არის ძალის არგამოყენების ვალდებულება, საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა სტუმრებმა საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები