20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! - აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

„ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა. ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა. 

"ოკუპაცია ათი წელია, გრძელდება - ათი ხანგრძლივი წელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები