პარტია "ევროპულ საქართველოს" მარნეულის საკრებულოში ფრაქცია აღარ აქვს. სამ კაციანი ფრაქცია პროტესტის ნიშნად თავმჯდომარის, ახმედ იმამკულიევის მოადგილემ დატოვა. მიზეზად, აზატ ქარიმოვი იმამკულიევთან დაპირისპირებას და "ევროპული საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციაში ერთპიროვნულ მმართველობას ასახელებს.
ქარიმოვის მიერ ფრაქციის დატოვება მოულოდნელი აღმოჩნდა იმამკულიევისთვის. იმამკულიევი ყოფილ თანაგუნდელს ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქარიმოვმა ფრაქცია მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ მოადგილის პოსტიდან იმამკულიევი მის გადაყენებას აპირებდა.
ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ასევე გაემიჯნენ პარტიას. "ევროპული საქართველო" რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის არიან ისინი, ვინც არჩევნებში ამ პარტიის სახელით იყრიდა კენჭსაც. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ისინიც დიქტატორულ და ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ.
"ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი წევრები განხეთქილების მიზეზად პარტიის ლიდერების უყურადღებობასაც ასახელებენ.
ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი, ნინო გაზდელიანი