ლიეტვუას პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ლიეტვუას საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ევროკავშირში დააყენოს რუსეთის მხრიდან 6 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეუსრულებლობის საკითხი. ეს გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეაფასა. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშავონ ლიეტვუას პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
„მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას იმუშაოს ლიეტუვას პარლამენტთან. იმუშაოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან ხდება საკითხის ინიცირება, რომ რუსეთის სანქციების საფუძველი გახდეს საქართველოს ოკუპაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად იმუშავებს ლიეტუვასთან, ევროკავშირთან და ეს საკითხი წარმატებით მივა ბოლომდე,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.