17 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
უბედური შემთხვევა ფოთში - ზღვაში სავარაუდოდ, რუსი ტურისტი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ფოთში - ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი რუსი ტურისტია და ის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა.

დღეს ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა და ბანაობა აკრძალულია, აღმართულია წითელი ალმებიც. მაშველების ინფორმაციით, ტურისტები გაფრთხილების მიუხედავად, ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდნენ. 25 წლამდე მამაკაცის გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

დღის ამბები