20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბროლაურის აგრარულ ბაზარში ადგილობრივ გლეხებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ამბროლაურის აგრარულ ბაზარს ეწვივნენ და ადგილობრივ გლეხებს გაესაუბრნენ.

მოქალაქეების განცხადებით, მთავარ პრობლემას საკუთარი შრომით მოპოვებული პროდუქციის რეალიზაცია წარმოადგენს. 

მათი თქმით, ბაზარში არ არის მინიმალური სამუშაო პირობები. ადგილობრივების თქმით, ისინი ხელისუფლების მხრიდან სრულ უყურადღებობას განიცდიან. მათი თქმით, ლარის გაუფასურების შედეგად კრედიტების გადახდა უჭირთ. 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი საზრუნავი მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა იქნება.

ვაშაძე ამბობს, რომ ამისათვის გაერთიანებულ ოპოზიციას კონკრეტული და თანამიმდევრული გეგმა აქვს.

„ამბროლაურის და რაჭის მდგომაროება სამედიცინო დიაგნოზია ამ ხელისუფლების 6 წლის ნაღვაწარის, უმუშევარი, გაჭირვებაში მყოფი ხალხი, რომელიც, რაც შეიძლება სწრაფად ელოდება ცვლილებებს იმისთვის, რომ ელემენტარულად გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები. ადგილი, რომელიც მსოფლიო დონის კურორტი შეიძლება იყოს, დღეს არის გადაქცეული უდაბნოდ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები