დღეისათვის 1 დოლარის ღირებულება საცალო ბაზარზე 2 ლარი და 55 თეთრია. ბანკებში კურსი კი ეროვნული ვალუტის კურსი 2.59-მდე აღწევს.
კვირის ბოლო ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი 2,53-ზე განსაზღვრა.
ლარის მკვეთრი გაუფასურებას მმართველ გუნდში გარე ფაქტორებს უკავშირებენ, კერძოდ კი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს.
„ეს პერიოდი არის საკმაოდ რთული, მე ვფიქრობ, რომ სტაბილიზაციისკენ აუცილებლად წავა, ვინაიდან ექსპორტის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ტენდენცია ზრდისკენ აქვს ანუ ვალუტის შემოდინება იქნება გაცილებით უფრო სტაბილური,“ - განაცხადა ვოლსკიმ.