20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
თუ ივანიშვილი გაგრძელდა საქართველოში, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი იქნება მინიმუმ 4 - მიხეილ სააკაშვილი ლარის გაუფასურებას ეხმაურება 

„ლარის კურსმა ისევ დაიწყო მკვეთრად ვარდნა და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია,“ - ამ განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება.

"ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერის თქმით, ლარის ვარდნა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობითვ არის განპირობებული.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბანკების მონოპოლიით შეძლო ოჯახების გაღარიბება.

„თუმცა, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, საქართველოს ჰყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენმ-ის ლიდერი ქვეყანაში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს. სააკაშვილი 2008 წლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ლარის კურსის შენარჩუნება ომის დროსაც კი შეძლო. 

„ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ომის დროს და შემდგომ, ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის კურსი და ჩემს დროს ვალუტის კურის იყო 1.64 და ახლა არის, რაც არის და თუ ივანიშვილი გაგრძელდა, ღმერთმა არ ქნას, საქართველოში, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, თუ თქვენ არ ჩაერთეთ და ისევ მიეცით საშუალება, რომ იყიდოს არჩევნები, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი იქნება მინიმუმ 4, მე ვიცი, რაზე ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1.64, ივანიშვილის დროს მალე იქნება 4, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები ყველამ, ვიმოძრაოთ ყველამ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კვირის ბოლო სამუშაო დღის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი 2,53- ზე განსაზღვრა. 

დღეისათვის 1 დოლარის ღირებულება საცალო ბაზარზე 2 ლარი და 55 თეთრია. ბანკებში კურსი კი ეროვნული ვალუტის კურსი 2.59მ-დე აღწევს.

დღის ამბები