20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ლარის კურსის ცვლილება - ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოსავალს გადასახადების დაწევაში ხედავს

„მთავრობა არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რომ ნებისმიერმა, გარე თუ შიდა მოვლენამ ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება არ გამოიწვიოს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს მთავრობას გამოსავლის გზებს სთავაზობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი გადასახადების დაწევაში მდგომარეობს.

„მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო ინსტრუმენტი ამისთვის, ეს არის გადასახადების დაწევა, განსაკუთრებით, საწვავზე, როგორიც არის აქციზი, იმისთვის, რომ ყოველი ასეთი სავალუტო რყევის შემდეგ ეს არ გადაიზარდოს ფასების ზრდაში, რომელიც შემდეგ ეხება ყველას ჯიბეს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღეისათვის 1 დოლარის ღირებულება საცალო ბაზარზე 2 ლარი და 55 თეთრია. ბანკებში კურსი კი ეროვნული ვალუტის კურსი 2.59-მდე აღწევს.

კვირის ბოლო სამუშაო დღის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი 2,53-ზე განსაზღვრა. 

დღის ამბები