20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე სოფელ ქვედის მცხოვრებლებს შეხვდა

რაჭაში ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობენ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები. ამჯერად ისინი მოსახლეობას სოფელ ქვედში შეხვდნენ.

სოფელში არ აქვთ ნორმალური გზა და გაზმომარგება, შეფერხებებია წყლის მიწოდებაში. უპერსპექტივობის გამო სოფელი პრაქტიკულად დაცლილია.

სოფელი ქვედი საოკუპაციო ხაზთან მდებარობს, რის გამოც მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული არ არის.

ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას ითხოვს.

„2008 წელს რუსული და ოსური ბანდფორმირებები გადმოვიდნენ ამ სოფელში და წაასხეს აბსოლუტურად თუ რამე პირუტყვი იყო აქ და ჩვენმა ხელისუფლებამ საბაზრო ფასით აბსოლუტურად ყველაფერი აუნაზღაურა. დღევანდელი პირობები - წყალი არ არის, გზა არ არის, ტელევიზია ფასიანი არის, ავტობუსი ერთხელ დადის ონში, თან იმ დღეს, როდესაც ფასდაკლება არ არის აფთიაქში, ეს არის ამ ადამიანების მოკრძალებული თხოვნა, აბსოლუტურად არავინ ყურს არ უგდებს ამათ მოკრძალებულ მოთხოვნებს და ამ დროს ეს ხალხი უარს ამბობს სოფლიდან წასვლაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები