გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა ლეჩხუმში შეხვედრა გამართეს.
სოფელ გაგულეჩში მოსახლეობის განცხადებით, მათში მწვავე უსამართლობის განცდაა. ადგილობრივების თქმით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები მდიდრდებიან, მოსახლეობას მინიმალური შემოსავალი არ აქვთ.
რეგიონი დაცლილია ახალგაზრდობისაგან. მათი თქმით, ნდობა ხელისუფლების მიმართ აღარ არის და ცვლილების მოლოდინში არიან.
გრიგოლ ვაშაძეს თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში ბიუროკრატიისთვის განკუთვნილი თანხებიდან მილიარდ 200 ათასი ლარი დაიზოგება, რაც მოხმარდება იმ პრობლემების მოგვარებას, რაც მოქალაქეებს აწუხებს.
„ე.წ. ქართულ ოცნებას სასწრაფოდ უნდა გამოუცვალონ სახელი და არ ვიცი, რა უნდა დაარქვან, კრიმინალების ორგანიზებული თანამეგობრობა, რაღაც ასეთი, იმიტომ, რომ ეს არც ქართულია, არც ოცნება არის, არც ხელისუფლება არის, არც პროფესიონალიზმი არის, არც ცოდნა არის და არც ქვეყნის სიყვარულია,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.