„მთავრობა არის არაკომპეტენტური და მოუმზადებელი ხვდება ლარის რყევას,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც როდესაც ქვეყანაში უამრავი ტურისტია და სახელმწიფო კურსის დარეგულირებას მაინც ვერ ახერხებს, ეს მომდევნო პერიოდისთვის ცუდ მოლოდინებს აღძრავს .
„ქვეყანას იმიტომ უნდა ჰყავდეს კომპეტენტური მთავრობა, რომელიც მუდმივად ცდილობს გადასახადების დაწევას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, რომ ქვეყანა იყოს გამძლე გარე თუ შიდა არასასურველი ეკონომიკური სიტუაციაში. სამწუხაროდ, დღეს მთავრობა არის არაკომპეტენტური და მოუმზადებელი ხვდება ლარის ასეთ რყევას, რომელიც ხდება ტურისტული სეზონის პიკში, რაც ქმნის ძალიან ცუდ მოლოდინს უკვე შემდგომი თვეებისთვის,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.