20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი დაასახელა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის აწყობს მოსკოვს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ იყენებს რუსული მედია პროპაგანდისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

ენმ-ის ლიდერის თქმით, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეწყდება მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება.

„ეს ქალი დაასახელა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის აწყობს მოსკოვს, მას შემდეგ, რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს. ამავე დროს, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე წელიწადზე მეტია? ამის მიზეზი ისაა, რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით. ამიტომ ის იმალება საქართველოში, რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად. ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს. ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარ ამოეფარება ხეებს“, - წერს სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელი მთავრობა დაადანაშაულა.

დღის ამბები