20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
„არსებობს ჯგუფი დეპუტატებისა, რომელთა შორის მეც გახლავართ, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნება“ წარსდგეს საკუთარი კანდიდატით,“ - ხუნდაძე 

„არსებობს ჯგუფი დეპუტატებისა, რომელთა შორის მეც გახლავართ, რომ მხარს უჭერს და უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წარსდგეს საკუთარი კანდიდატით,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატით წარდგენილიყო.

„გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, არსებობს ჯგუფი დეპუტატებისა, რომელთა შორის მეც გახლავართ, რომ მხარს უჭერს და უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე წარსდგეს საკუთარი კანდიდატით. ეს იქნება უფრო ღია, უფრო გასაგები, როგორც ამომრჩევლებისათვის, ასევე გუნდის წევრებისთვისაც. და დაბნეულობა არ გამოიწვევს არასწორი პროცესების წარმართვას. ასეთმა დაბნეულობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შეგვრჩეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები