20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პარტიებისთვის არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამების განთავსების აკრძალვის გაუქმებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იმ რეგულაციის გაუქმება მოითხოვა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამების განთავსებას უკრძალავს.

უმცირესობის აზრით, ეს შეზღუდვა არათანაბარ პირობებში აყენებს ოპოზიციას და ხელისუფლებას, რადგან მმართველ პარტიას სოციალური რეკლამის სტატუით მაინც რჩება რესურსი, პოლიტიკური შინაარსის რეკლამები განათავსოს ტელევიზიებში.

მოთხოვა უწყებათაშორისმა კომისიამ არ დააკმაყოფილა, რადგან დღევანდელ სხდომას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან არავინ ესწრებოდა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძისთვის მიუღებელია ამ მიზეზით პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხის არგანიხლვა.

„რეკომენდაციის მიღება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ სხდომაზე არ გამოცხადებულა მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ მიზეზით რეკომენდაციის მიღებაზე უარის თქმა, ვინაიდან მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის მოსვლა-არმოსვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები