11 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკვე გაყიდული ერთი შეკვრა „ჰეროინი.“ საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას კი 3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იპოვეს.

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები