ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი სასამართლოში ასაჩივრებს.
შალვა ნათელაშვილი მძღოლებს პროტესტისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ ახალი კანონი მსხვილი კომპანიების ბიზნესინტერესებს ემსახურება, რომლის უკანაც ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.
„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი რეგულაციის შესაძლო რისკებზე საუბრობს.
„კალაძე-ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა, სრული მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაზიდვაზე, მათ შორის ამ სფეროში და შეუდგა რეგულაციებს, რაც გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამინების ქუჩაში დატოვებას. საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას ჩვენ საკრებულოში ვასაჩივრებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში ან არ გახდეს იძულებული, რომ დატოვოს ქვეყანა, როგორც სხვებმა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.