20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
გაყალბების მექანიზმის შემუშავება - მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ

საპრეზიდენტო არჩევნებსა და საოლქო კომისიების დაკომლექტებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, უჭირთ დარღვევებზე საუბარი, რადგან ისინი ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესში არ არიან ჩართულები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის მხრიდან ცესკო-ს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საოლქო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გახმაურებულ შენიშვნებს, თავად ცესკო-მ უნდა უპასუხოს.

თამარ ჩუგოშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ გასაკვირი არ არის თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში ვიღაცის ოჯახის წევრები აღმოჩნდება. 

„რაც შეეხება, ცესკო როგორ წარმართავს თავის საქმიანობას და როგორ აკომპლექტებს საარჩევნო კომისიებს, საქართველოში, რომ იყო ასეთი შემთხვევა, რომ ვიღაცის ოჯახის წევრია ან რაღაცნაირად დაკავშირებული პირი აღმოჩნდეს კომისიაში, პატარა ქვეყანაში ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ აქ რაიმე პოლიტიკური პრობლემა ან ცესკოს საქმიანობაში მიკერძოებულობის პრობლემა არსებობს თუ არა ან ჩარევა ამაზე მე საუბარი ძალიან გამიჭირდება იმიტომ, რომ მთლიანად მათი საქმე არის და ამ კითხვას მგონი ცესკო-მ უნდა უპასუხოს და არა მე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას "ქართულ ოცნებასთან" ერთად გაყალბების მექანიზმის შემუშავებაში ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

დღის ამბები