20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება - მეჭიაურს გათავისუფლებული თანამშრომლები უჩივიან და თანამდებობებზე დაბრუნებას ითხოვენ

თიანეთის ახალი მერის, თამაზ მეჭიაურის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულები სასამართლოში ჩივიან. ისინი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და თანამდებობებზე დაბრუნებას და იძულებითი ანაზღაურებას ითხოვენ.

მათ საქმეს თიანეთის მაგისტრანტი სასამართლო დღეს განიხილავს.

თიანეთის მერიის ყოფილი წარმომადგენელი, მერი სუარიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს მათი მხრიდან გადაცდომა არ დაფიქსირებულა.

თიანეთის მერიის ყოფილი წარმომადგენელი, კახაბერ კუჭავა აცხადებს, რომ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ სამსახურიდან დაათავისუფლეს. მისი თქმით, სახალხო დამცველიც საქმის კურსშია.

„ჩვენი ერთადერთი დევნის საფუძველი არის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვართ,“ - განაცხადა კუჭავამ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური კი აცხადებს, რომ შიდა აუდიტის სამსახურმა გამოავლინა დარღვევები და დისციპლინარული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 7 პირიდან 3 გაათავისუფლა, ხოლო დანარჩენის მიმართ გაფრთხილებით შემოიფარგლა. 

დღის ამბები