20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
13 მილიონ ლარამდე ხარჯი ხელფასებსა და მომსახურებაზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის დასკვნას ეხმაურებიან

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურისა და მისი გარემოცვის მიერ 2017 წელს გაღებულ ხარჯებს უკავშირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილით შევიდა.

კოჟორიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დასამალი არაფერი აქვს.

მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტმა თანამშრომლებს ხელფასის გარდა, დამატებით თითქმის ორი მილიონი ლარი გადაუხადა.

დანამატი და პრემია, როგორც აუდიტის სამსახურმა გაარკვია, ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემა. ფინანსური აუდიტი 2017 წელს მოიცავს, სულ საუბარი 120 თანამშრომელზეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები