20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - "ლიბერთი ბანკის" მფლობელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰოლანდიის სასამართლოში უჩივლა 

ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - ჰოლანდიის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის სარჩელის განხილვა დაიწყო.

„ლიბერთი ბანკის“ მფლობელი მიხეილ სააკაშვილს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო უჩივის და სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.

პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰოლანდიის ქალაქ მიდლბურგის სასამართლოში ორი საათია დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო შეიტანა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის მაფიაზე და მან ასევე, კონკრეტული ბანკები ახსენა, რომლითაც სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას აზარალებს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ბანკირების დახმარებით ცდილობს, მისთვის ევროპულ ქვეყნებში პრობლემის შექმნას.

ირაკლი რუხაძის განცხადებით, ის ბოდიშის მოხდას მოითხოვს. რუხაძე მიხეილ სააკაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას ტყუილებისთვის, რომელიც ილაპარაკა,“ - განაცხადა რუხაძემ.

დღის ამბები