20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
„ჩვენი პრიორიტეტია ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ამ ურთიერთობებს ხელოვნური ბარიერი ექმნება რუსეთის მხრიდან“ - კობახიძე შამბას განცხადებას ეხმაურება 

„ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება, სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ხელოვნური ბარიერი ექმნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერგი შამბას განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ადამიანებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, თუმცა ამას რუსეთი ხელოვნურ ბარიერს უქმნის.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება აქვს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადაკვეთს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რომელიც არის, პირველ რიგში, დაკავშირებული ტერიტორიულ მთლიანობასთან. ეს არის ურყევი პრინციპი. ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება, სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ხელოვნური ბარიერი ექმნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა ჩვენ შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები