„ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის,“ - ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გააკეთა.
ლარის კურსის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ ვალუტის დევალვაციას გარე ფაქტორები განაპირობებს. თუმცა, მინისტრის განმარტავს, რომ ლარის კურსის მერყეობა ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის.
„ეს ზუსტად აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შეიძლება გამოეწვია ლირას და ლირის დაცემას, მაგალითად, რომ ეს კურსი არ მერყეობდეს ანუ ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს. თუ ვთქვათ. ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ამიტომ, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც ჩვენ მაგალითად არ გვაწყობს. ეს არის ძირითადი. ჩვენი საქონელი კიდევ, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, იმიტომ, რომ გაძვირდება და ვიყიდით თურქულ საქონელს და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს, ამაშია ძირითადი აზრი,“ - განაცხადა ქობულიამ.
ლარის კურსი ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე გაუფასურდა. ექსპერტები ეროვნული ვალუტის დევალვაციას გარე ფაქტორებს, მათ შორის, თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირებენ.