20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში ადგილობრივ გლეხებს გაესაუბრა

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია-ს“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძემ და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა მოსახლეობასთან შეხვედრები გურიაში დაიწყეს. ისინი ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში ადგილობრივ გლეხებს გაესაუბრნენ.

გურიაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა აზიურ ფაროსანას მიერ განადგურებული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია.

მოსახლეობა ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"შიმშილობაა, ოთხასი ძირი პომიდორი გამოვიტანე და ფაროსანათი არის სავსე,"- აცხადებენ ადგილობრივები. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების დღიდან მისი და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება სოფლის მეურნეობის მხრადაჭერა და სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მსგავსი პრობლემების პრევენციას მოახდენს.

 

დღის ამბები