20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
პრემიერმა შვიდი ახალი გუბერნატორი წარადგინა

საქართველოს პრემიერმა 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა. ახალი რწმუნებულები მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება.  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად კი შალვა კერესელიძე ინიშნება.

ქვემო ქართლის რწმუნებულის თანამდებობაზე პრემიერმა შოთა რეხვიაშვილი დაასახელა. ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 

სამცხე ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე ბესიკ ამირანაშვილი დასახელდა. შიდა ქართლის კი გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.

იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი.  გურიის რეგიონის რწმუნებულად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნასარაია დაასახელა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ნასარაიას აქვს დიდი გამოცდილება საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობაში. 

საკადრო ცვლილებები შეეხოთ გუბერნატორების მოადგილეებსაც, პრემიერმა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ, სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი დანიშნა.

"ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამოცანაა შევქმნათ კიდევ ერთი მექანიზმი კომუნიკაციისა საზოგადოებასთან.

ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი მოახმარონ ქვეყანას,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები