20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
მმართველი პარტიის პოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ისევ გაურკვეველია
ქართული ოცნება კვლავ გაურკვევლობაშია - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი საბოლოოდ პრეზინდეტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ეს, დაახლოებით, ორ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.
 
უნდა ჰყავდეს თუ არა ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი, თუ მან დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, მმართველ გუნდში ამის თაობაზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
 
ერთ-ერთი ვერსიით, ქართული ოცნების შესაძლო კანდიდატად ზურაბ აბაშიძე სახელდება. თუმცა, უმრავლესობა ამ თემაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.  პოზიციების შესაჯერებლად პარტიაში კანდიდატების რეგისტრაციის ბოლოს ვადას ელოდებიან. ეს ვადა კი 8 სექტემბერს იწურება.  
დღის ამბები