20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, პირველ რიგში მან დაიცვას ეთიკის ნორმები" - საია ცესკოს თავმჯომარეს მიმართავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს თავმჯდომარეს​ კორექტულობისა და კრიტიკული მოსაზრებების დასაბუთებისკენ მოუწოდებს.

თამარ ჟვანიას განცხადების საპასუხოდ ახალგაზრდა იურისტები ამბობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ეთიკის კოდექსი ავალდებულებს, პატივი სცეს კანონს, იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, თუმცა, ეს კოდექსი, მათი თქმით, ჟვანიამ დაარღვია.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კვლევაზე მუშაობისას საია- ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ.

გუშინ თამარ ჟვანიამ საია-ის კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ პირველ რიგში მან დაიცვას ეთიკის ნორმები და იხელმძღვანელოს იგივე ცესკოს აქტით, რომლიც საუბრობს იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი თავის პოზიციის დაფიქსირებისას უნდა იყოს ეფექტური და მის მიერ წარმოდგენილი კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული,“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი.

დღის ამბები