20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
დავით ბაქრაძემ მარნეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა

მარნეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა. დავით ბაქრაძემ მათ სიტყვით მიმართა და წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა.

„თითოეულ მორწმუნეს გულითადად ვულოცავ ყურბან ბაირამის დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ ყველა მათ ოჯახში ყოფილიყოს წინსვლა, მშვიდობა და სიკეთე,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღესასწაული დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება. ყურბან ბაირამის დღესასწაული  წელიწადში ერთხელ იმართება. ბაირამის დროს მუსლიმები გაჭირვებულებს ეხმარებიან.

მოსახლეობა დილიდან მეჩეთშია შეკრებილი.

დღის ამბები